ვებ დეველოპმენტი (პროგრამირება)


?რა გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ

როგორ გამოიყურება ვებ გვერდის უკან არსებული კოდი;

რომელ ხელსაწყოებს იყენებენ დეველოპერები ვებ გვერდის შესაქმნელად;

რა სრთულეებთან არის დაკავშირებული Front end დეველოპმენტის შექმნა და როგორ უნდა გაუმკლავდე მათ.

ვებ დეველოპმენტის პრინციპებს;

ვებ გვერდის ვიზუალის დამოუკიდებლად აწყობას;

შენს მიერ აგებული გვერდის მორგებას სხვადასხვა გაჯეტის ეკრანზე.

შენ HTML და CSS-ის გამოყენებით შექმნი მარტივი ბევ გვერდებს და დაიგროვებ გამოცდილებას დიდ პროექტებში Frontend Web Developer-ის პოზიციის მოსაპოვებლად.


შეხვედრების რაოდენობა და ფასი

12 შეხვედრა ONLINE.

კვირაში 2 ჯერ.

თითო ტრენინგის ხანგრძლივობა 2 საათი.

სულ ხანგრძლივობა 24 საათი.

კურსის მსმენელებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა შეხვედრის ჩანაწერი.

ფასი - 390 ლარი. მოქმედებს TBC ბანკის განვადება!

გაიცემა სერტიფიკატი.

ტრენერი

სალომე გაჩეჩილაძე

2018 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს ვებ დეველოპმენტის სფეროში.

თანამშრომლობს სხვადასხა საგანმანათლებლო პროექტებზე, პროგრამირების მიმართულებით.

დასაქმებულია სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში, შესაბამისად აქვს დიდი გამოცდილება როგორც ტრენერს, ლექტორს.


სილაბუსი

შეხვედრა I

გარემოს მოწყობა.

ვებგვერდის არსისა და სტრუქტურის გაცნობა.

ვებგვერდის სტრუქტურის შექმნის ტეგები.

კოდის წერის ეთიკა და სინტაქსი.

სავარჯიშო.


შეხვედრა II

სათაურების ტეგები.

პარაგრაფები.

ტექსტის ფორმატირების ტეგები (pre, abbr, em, strong, sub, sup, br).

ძველი სტილის სტრუქტურა.

სემანტიკური თეგები სავარჯიშო.

სავარჯიშო.


შეხვედრა III

ბმულის ასახვა ვებგვერდზე და მისი ატრიბუტები.

სიის ტეგები (ul, , ol , dl, li, dt, dd).

ხაზოვანი და ბლოკური ტეგები.

ცხრილის თეგები.

ცხრილის პარამეტრები.

სავარჯიშო.


შეხვედრა IV

მულტიმედია ობიექტების თეგები.

მულტიმედია ობიექტების მართვის პარამეტრები.

ვებსაიტზე ფორმის ელემენტების ასახვის ტეგები.

ფორმის ელემენტები და მათი ტიპები.

ფორმის ელემენტების შესაბამისი პარამეტრები და ატრიბუტები

სავარჯიშო.


შეხვედრა V

HTML კურსის შეჯამება.

შუალედური პროექტი.


შეხვედრა VI

დოკუმენტის სტილებით გაფორმების მეთოდები.

css კოდის წერის სინტაქსი.

class, id და tagname სელექტორები.

ელემენტთა ფერები (hexadecimal, rgb, rgba).

ზომის ერთეულები და მათი გამოყენების ასპექტები.

ელემენტების საზღვრები, შიდა და გარე სივრცეები (box - model, border, margin, padding).

ბლოკების ჰორიზონტალურად განლაგება (flexbox layout module; flex, wrap, justify -content, align -items, grow, basis).

სავარჯიშო.



შეხვედრა VII

ვებგვერდის ფონის პარამეტრები და მნიშვნელობები (background -image, size, position, repeat, background -color, background -blend -mode).

ვებფონტების მუშაობის პრონციპი.

ვებფონტების ასახვის საშულებები.

ბლოკის ჩარჩოს კიდეების დამუშავება.

სავარჯიშო


შეხვედრა VIII

ბლოკის ჩრდილებითა და გრადაციის მეშვეობით გაფორმება (gradient, box -shadow, text -shadow).

ბლოკის 2d ტრანსფორმაცია (transform: translate, rotate, scale).

მიმართებითი და აბსოლუტური პოზიციები (position: relative; position: absolute, position: fixed); • ფსევდო ელემენტების გამოყენება (::before,. ::after)

სავარჯიშო.


შეხვედრა IX

ანიმაციის პარამეტრები და გამოყენება(animation: name, duration, timing function, delay, iteration -count, direction, fill -mode ).

Box -sizing.

სხვადასხვა მოწყობილობაზე ვებ - გვერდის თავსებადობა (Media Queries) სავარჯიშო 15 სავარჯიშო.


შეხვედრა X

ფერების შემოტანა.

ფერების მოძიება.

ფერებთან დაკავშირებული სტილები.

Figma ხელსაწყოები.

სავარჯიშო.


შეხვედრა XI

დიზაინის გარჩევა და ვებ გვერდის სტრუქტურის დაგეგმვა.

საბოლოო პროექტზე მუშაობა.


შეხვედრა XII

საბოლოო პროექტების პრეზენტაცია.