გრაფიკული დიზაინი

?რა გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ

როგორ იქმენება გრაფიკული დიზაინი.

პოსტერების, ბანერების, ილუსტრაციების, სტიკერების, კოლაჟების, ლოგოების და ფოტომანიპულაციების შექმნა.

ფერების ფსიქოლოგია და დანიშნულება, სწორი გამოყენება.

კომპოზიციის სწორად და ეფექტურად დაგეგმვა და განხორციელება, გრიდებისა და გაიდების გამოყენებით.

პრაქტიკული დავალებების დახმარებით გამოცდი გრაფიკულ დიზაინში მუშაობის ხერხებს და საშუალებებს.

ილუსტრატორისა და ფოტოშოპის გამოყენება.

ცალკე ვორქშოფის სახით ისწავლით პორტფოლიოს შექმნას, გაფორმებას, შესაბამის პლატფორმებზე ატვირთვასა და გაზიარებას.

მიღებული ცოდნა მათ შორის გამოგადგებათ, პოსტერების, ბანერების, ფოტომანიპულაციების, ილუსტრაციების, ლოგოებისა და სხვა ნამუშევრების შექმნისას.


შეხვედრების რაოდენობა და ფასი

12 შეხვედრა ONLINE.

კვირაში 2 ჯერ.

თითო ტრენინგის ხანგრძლივობა 2 საათი.

სულ ხანგრძლივობა 24 საათი.

კურსის მსმენელებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა შეხვედრის ჩანაწერი.

ფასი - 390 ლარი. მოქმედებს TBC ბანკის განვადება!

გაიცემა სერტიფიკატი.


ტრენერი

თათია სოკურაშვილი

აქვს მრავალრიცხოვან პროექტებზე გრაფიკულ დიზაინერად მუშაობის დიდი გამოცდილება.

დღემდე უწევს სხვადასხვა კომპანიას გარფიკული დიზაინერის მომსახურებას.


მუშაობდა ლექტორად გრაფიკული დიზაინის მიმართულებით, აქვს სწავლების იმგვარი მეთოდი, რაც მათ შორის მოიცავს ყველა მსმენელისათვის შესაბამისი პროგრამების გამოყენების დეტალურ ახსნას.

სილაბუსი

შეხვედრა I

რა არის გრაფიკული დიზაინი?

Adobe Photoshop გაცნობა.

ხელსაწყოების შესწავლა გეომეტრიული ფიგურების შექმნის მეშვეობით.

პატერნის გადმოხატვა და პირადი პატერნის შექმნა.


შეხვედრა II

რა არის გრაფიკული დიზაინი?

კოლაჟის შექმნა, სხვადასხვა სურათებზე მუშაობა.


შეხვედრა III

კომპოზიცია და გრიდები.

ბრიფის განხილვა, პოსტერის შექმნა ეფექტების დადება.


შეხვედრა IV

რეტუშირების ისტორია თანამედროვე ხელოვნებასა და მედიაში

სურათის დამუშავება და რეტუშირება.

ძველი ფოტოს კორექცია და გაფერადება, შავ-თეთრი ფოტოს აღდგენა და გაფერადება.


შეხვედრა V

ფერების თეორია, ეფექტების განხილვა თანამედროვე ხელოვნებასა და მედიაში.

სხვადასხვა ეფექტების გამოყენება, ვიზუალის შეცვლა ეფექტებისა და ბრაშების გამოყენებით.

შეხვედრა VI

მოქაფების ახსნა და მათი განხილვა.

მოქაფების გამოყენება, ტექსტური მოქაფების გამოყენება მოქაფის მეშვეობით 2 ნამუშევრის შექმნა.

შეხვედრა VII

როგორ ვაგროვებთ ვიზუალურ ინფორმაციას, როგორ გვიყალიბდება ხედვა.

დიზაინ პლატფორმების დათვალიერება, აქტუალური ტრენდებისთვის. დამახასიათებლების პოვნა. მათი განხილვა და გაკეთება, ჯგუფებში ბრიფის დაწერა.

შეხვედრა VIII

ბრიფების წარდგენა და მათი გადანაწილება.

გეგმის შემომუშავება, თასქების გადანაწილება და მუშაობ ის დაწყება

პოსტერების ბოლომდე შესრულება.


შეხვედრა IX

ტრენდების მიმოხილვა.

Adobe Illustrator გაცნობა.

ხელსაწყოების შესწავლა, გეომეტრიული ფიგურების შექმნის მეშვეობით პატერნის გადმოხატვა.


შეხვედრა X

აწმყო წარმატებული და წარუმატებელი ტრენდების მიმოხილვა,

მომავალი წლის ტრენდების პროგნოზირება.

ფენთულის მეშვეობით სურათის გადმოხატვა.

ლოგოები, მათი ისტორია, ფერების სწორად არჩევა, გადაწყობა.

ბრენდინგი, რებრენდინგი და მოქაფები ლოგოს მოფიქრება, მისი შექმნა.

შეხვედრა XI

ტიპოგრაფია, მისი ისტორია და სწორად შერჩევის ტექნიკები

Type tool, გრიდების შექმნა და მზა გრიდების გადმოწერა, მზა ვექტორების პლატფორმების განხილვა.

ილუსტრაციის მოფიქრება და მისი დახატვა, ტექსტის დამატება.

შეხვედრა XII

დავალებად შექმნილი ლოგოებისთვის ბრენდბუქების გაკეთება.

ფინალური პროექტისთვის იდეებისა და მოქაფების შექმნა.

ფინალური პროექტი.