საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)

? რა გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ

გსურს თუ არა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერობა შენს სამომავლო პროფესიად აქციო!

აზოგადოებასთან ურთიერთობის არსი.

რას წარმოადგენს პროფესია PR მენეჯერი.

რას ემსახურება ეს პროფესია, რა არის მისი მიზანი.

რა უნარები უნდა ქონდეს ადამიანს იმისთვის, რომ იყოს კარგი PR მენეჯერი.

როგორ ხდება საზოგადოებასთან ურთიერთობის დახმარებით კომპანიის თუ პროდუქტის პოზიციონირება საზოგადოების აღქმაში.

ქართული და უცხოური კომპანიების მაგალითზე მსმენელები გაიგებენ, თუ როგორ მუშაობენ, რას აკეთებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები, რა გამოწვევები აქვთ მათ.

პრაქტიკული დავალებების დახმარებით მონაწილეები საკუთარ თავზე გამოცდიან ყველა იმ დეტალს, რასაც PR მენეჯერი ყოველდღურ საქმიანობაში ახლორციელებს.

კურსდამთავრებულებს ეცოდინებათ ყველა ძირითადი მიმართულება, რაზეც საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები მუშაობენ.


შეხვედრების რაოდენობა და ფასი

ჩატარდება 6 შეხვედრა ONLINE.

კვირაში 2 ჯერ.

თითო ტრენინგის ხანგრძლივობა 1 საათი.

სულ ხანგრძლივობა 6 საათი.

კურსის მსმენელებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა შეხვედრის ჩანაწერი.

ფასი - 250 ლარი. მოქმედებს TBC ბანკის განვადება!

ორი ან მეტი კურსის აღების შემთხვევაში - ფასდაკლება 5%


ტრენერი


თამთა ყიფიანი

ფლობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრის ხარისხს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.

საზოგადოებასთან ურთიერთბის მენეჯერად მუშაობს 2016 წლიდან,

მეოთხე წელია არის სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” - საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

მუშაობდა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში.


სილაბუსი

Შეხვედრა I - რა არის საზოგადოებასთან ურთიერთობა?

რატომ სჭირდებათ კომპანიებს ან ინდივიდებს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები.

რა მოვალეობებს ასრულებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები ყოველდღიურ საქმიანობაში.

რა უნარები უნდა ჰქონდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს.


Შეხვედრა II - PR კამპანიები

როგორ იგეგმება კამპანია, რა როლი აქვს PR მენეჯერს ამ პროცესში.

ქართულ მაგალითებზე გაეცნობით ყველაზე გახმაურებულ კამპანიებს

დაგეგმავთ ღონისძიებას.


Შეხვედრა III - ივენთ მენეჯმენტი

რა გვჭირდება კარგი ღონისძიების დასაგეგმად?

როგორ შევადგინოთ ბიუჯეტი.

როგორ დავანაწილოთ თასქები გუნდში.

პროცესის მონიტორინგი.

რა გვჭირდება ღონისძებისთვის.

პრაქტიკული ნაწილი- პრესკონფერენციის მომზადება.


Შეხვედრა IV - მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა

რა არის ანონსი და პრეს რელიზი.

როგორ უნდა ვითანამშრომლოთ მედიასთან.

რატომ სჭირდებათ საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგელებს მედიასაშუალებები.


Შეხვედრა V - კორპორაციული სოციალური პაუხისმგებლობა

რა არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და რატომაა ის მნიშვნელოვანი კომპანიებისთვის.

გაეცნობით ყველაზე მნიშვნელოვან csr პროექტებს.

გაიგებთ რატომ არის მნიშვნელოვანი და სასარგებლო კომპანიებისთვის, იყვნენ სოციალურად პასუხისმგებლიანი.


Შეხვედრა VI - შიდა კომუნიკაციების მენეჯმენტი

რას ნიშნავს შიდა კომუნიკაციები.

რატომ არის მნიშვნელოვანი თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

რას აკეთებს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი იმისთვის, რომ თანამშრომლები მუდმივად ინფორმირებული და კომპანიის მიმართ ლოიალურები იყვნენ.