ჟურნალისტიკა

?რა გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ

გსურს თუ არა, რომ ჟურნალისტიკა შენს სამომავლო პროფესიად აქციო!

გაეცნობი ჟურნალისტიკის სხვადასხვა მიმართულებების სპეციფიკას, სამუშაო გარემოს და ა.შ.

გაეცნობი რეპორტაჟის გაკეთების ხერხებს.

გაეცნობი ომის ჟურნალისტიკის მნიშვნელობას.

შეიტყობ დეზინფორმაციის გავრცლების მეთოდებსა და საშუალებებს.

შეისწვალი ახალი ამბების გადამოწმების ხერხებს და გაიგებ, რატომ არის მნიშვნელოვანი დეზინფორმაციასთან ბრძოლა.


შეხვედრების რაოდენობა და ფასი

ჩატარდება 6 შეხვედრა ONLINE.

კვირაში 2 ჯერ.

თითო ტრენინგის ხანგრძლივობა 1 საათი.

სულ ხანგრძლივობა 6 საათი.

კურსის მსმენელებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა შეხვედრის ჩანაწერი.

ფასი - 250 ლარი. მოქმედებს TBC ბანკის განვადება!

ორი ან მეტი კურსის აღების შემთხვევაში - ფასდაკლება 5%


ტრენერი

ლევან ახალაია

2003 წლიდან მუშაობს ჟურნალისტად სხვადასხვა მედიასაშუალებებში.

ამჟამად მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, საინფორმციო გადაცემა "მოამბეში“, საერთაშორისო ახალი ამბების რეპორტიორად.

აქვს მუშაობის გამოცდილება როგორც ტელევიზიაში, ისე რადიოში, ვებ-გვერდებსა და ბეჭდურ გამოცემებში.

ასევე "საქართველოს რადიოს" ეთერში მიჰყავს საავტორო გადაცემა "მსოფლიოს ამბები".

სხვადასხვა დროს იყო რადიო მწვანე ტალღის საინფორმციო გამოოშვების წამყვანი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი.

ასევე რადიო "შოკოლადში" საინფორამაციო სამსახურის უფროსი.

მუშაობდა ჟურნალისტად ტელეკომპანიებში "მაესტრო","GDS" და "იბერია". გახლდათ ჟურნალ "ლიბერალის" კონტრიბუტორი.


სილაბუსი

შეხვედრა I - რატომ მინდა გავხდე ჟურნალისტი?

რატომ ვირჩევთ ამ პროფესიას? რა უნარებია საჭირო? რისთვის უნდა იყო მზად? ტელევიზია, რადიო თუ პრესა? როგორ ავირჩიო სწორი მიმართულება?

ამ სესიის მონაწილეები გაეცნობიან ჟურნალისტიკის სხვადასხვა მიმართულებების სპეციფიკას, სამუშაო გარემოს და ა.შ.

შეხვედრა - II სატელევიზიო რეპორტაჟი. დაგეგმვა და მომზადება.

როგორ შევარჩიოთ თემა და რესპოდენტები? რეპორტაჟის სტრუქტურა და ჟურნალისტური ხრიკები. როგორია მუშაობა ველზე და რა უნდა გავითვალისწინოთ?

ამ სესიის მონაწილეებს ექნებათ საშუალება სცადონ რეპორტაჟის გაკეთება.

შეხვედრა - III რადიო და მისი უპირატესობები

რატომ არის დღემდე მსოფლიოში პოპულარული რადიო? რადიოს გადაცემაზე მუშაობის თავისებურებები. როგორ მზადდება რადიორეპორტაჟი, პოდკასტი და ინტერვიუ.

ამ სესიის მონაწილეები შეიტყობენ რა ხიბლი აქვს რადიოში მუშაობას.

შეხვედრა - IV ომის ჟურნალისტიკა /კონფლიქტების გაშუქება

რატომ მივდვართ კონფლიქტების გასაშუქებლად? როგორ უნდა მოვემზადოთ საომარი მდგომარობების პირობებში სამუშაოდ? რა გამოწვევები ახლავს თან კონფლიქტის გაშუქებას?

ამ სესიის მონაწილეები გაეცნობიან ომის ჟურნალისტიკის მნიშვნელობას. კონკრეტული მაგალითებით ვიმსჯელებთ რა არის მისაღები და რა არა კონფლიქტების გაშუქების დროს.

შეხვედრა - V კონსტრუქციული ჟურნალისტიკა

რა არის კონსტრუქციული ჟურნალისტიკა? რატომ გახდა საჭირო კონსტრუქციული ჟურნალისტიკა? თანამედროვე ჟურნალისტიკა ახალი გამოწვევების წინაშე? სად გადის ზღვარი ჟურნალისტიკასა და აქტივიზმს შორის?

ამ სესიის მონაწილეები გაეცნობიან ჟურნალისტიკის ახალ მიმართულებას და მიიღებენ მონაწილეობას დისკუსიაში.

შეხვედრა VI - დეზინფორმაცია

როგორ უნდა ამოვიცნოთ დეზინფორმაცია და პროპაგანდა? როგორც უნდა გადავამოწმოთ ახალი ამბები? ვინ და რისთვის იყენებს დეზინფორმაციას?

ამ სესიის მონაწილეები შეიტყობენ დეზინფორმაციის გავრცლების მეთოდებსა და საშუალებებს. შეისწვალიან ახალი ამბების გადამოწმების ხერხებს და გაიგებენ რატომ არის მნიშვნელოვანი დეზინფორმაციასთან ბრძოლა?