სამართალი

? რა გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ

გსურს თუ არა, რომ იურისტობა (სამართალი) შენს სამომავლო პროფესიად აქციო!

გაიგებ სამართლის, როგორც დარგის, მნიშვნელობას, დანიშნულებას, ფუნქციას;

გაიგებ როგორც დანაშაულისა და სასჯელის ურთიერთმიმართებას, ასევე ხელშეკრულებების მომზადებისთვის საჭირო საკითხებს; 

გაეცნობი ადამიანის ძირითადი უფლებების მნიშნველობასა და მათ როლს სახელმწიფო მოწყობის პროცესში;

მიიღებ ინფორმაციას იმ ძირითადი საკითხების შესახებ, რომელთა ცოდნა და გაცნობიერებაც აუცილებელია იურისტის პროფესიის დასაუფლებლად და შესაბამისად, კონკრეტული წარმოდგენა შეგექმნებათ იურისტის, როგორც პროფესიონალის, დანიშნულებაზეც;

გაერკვევი ყველა იმ ძირითად მიმართულებაში, სადაც იურისტის ჩართულობაა საჭირო და გაეცნობი იურისტის საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებს;

სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშოებითა და როლური გათამაშებებით მიღებული ცოდნა დაგეხმარება ჩამოიყალიბო წარმოდგენა, შედის თუ არა შენი ინტერესის სფეროში ეს პროფესია;

შეძლებ ერთმანეთისგან გამიჯნო და განასხვავო სამართლის ძირითადი დარგები;


შეხვედრების რაოდენობა და ფასი 

ჩატარდება 5 შეხვედრა. ONLINE.

კვირაში 2 ჯერ.

თითო ტრენინგის ხანგრძლივობა 1 საათი და 30 წუთი.

სულ ხანგრძლივობა 7 საათი და 30 წუთი.

მსმენელებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა შეხვედრის ჩანაწერი.

ფასი - 250 ლარი. 

ორი ან მეტი კურსის აღების შემთხვევაში - ფასდაკლება 5%.


ტრენერი


შოთა ჩავლეიშვილი

კერძო სამართლის მაგისტრი

ადვოკატთა ასოციაციის წევრი


სილაბუსი

შეხვედრა I - სამართალი და დემოკრატია

რა არის სამართალი, როგორ წარმოიშვა და რა ფუნქცია და დანიშნულება აქვს?

რა არის სამართლებრივი ურთიერთობა?

კონსტიტუცია, როგორც ქვეყნის მთავარი სამართლებრივი დოკუმენტი.

სამართლებრივი სისტემები და დარგები.

მმართველობის ფორმები.


შეხვედრა II - ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები

რა არის ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები?

შეზღუდული და აბსოლუტური უფლებები.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სასამართლო.

სიცოცხლის უფლება, როგორც არააბსოლუტური უფლება

დისკრიმინაციის აკრძალვა..


შეხვედრა  III - სამოქალაქო სამართალი

სამოქალაქო სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში.

სამოქალაქო სამართლის სუბიექტები და ობიექტები.

 უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა.

გარიგება და ხელშეკრულებები.



შეხვედრა IV - სისხლის სამართალი

სისხლის სამართალი და მისი ძირითადი დანიშნულება.

სისხლის სამართლის მთავარი პრინციპები.

დანაშაულის შემადგენლობა მართლწინააღმდეგობა და ბრალი.

ეკონომიკური დანაშაულები (ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა, თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება/გაფლანგვა)


შეხვედრა  V - ქორწინება და მემკვიდრეობა

რა არის ქორწინება? რეგისტრაციის პირობები, დამაბრკოლებელი გარემოებები, ბათილობის საფუძვლები.

საქორწინო კონტრაქტი და მეუღლეთა თანასაკუთრება.

მემკვიდრეობა – კანონით და ანდერძით მემკვიდრეობა, კანონით მემკვიდრეების რიგითობა.

სამკვიდრო ქონება, სავალდებულო წილი, სამკვიდროს მიღების წესი.


შენიშვნა: შესაძლოა დაემატოს 1 შეხვედრა ან გაიზარდოს ტრენინგის ხანგრძლივობა, მასალის ათვისების ტემპიდან გამომდინარე.