მედიცინა

?რა გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ

გსურს თუ არა, რომ მედიცინა შენს სამომავლო პროფესიად აქციო!

რას ნიშნავს ექიმობა და სამედიცინო სპეციალობები.

როგორ ემოციებს უნდა მოელოდე მზადებისა და პრაქტიკის პროცესში.

რა რთულ სიტუაციებს შეიძლება წავაწყდეთ.

პაციენტის გასინჯვა გამოკვლევის ეტაპები და პრინციპები.

რას ნიშნავს ინფექცია და როგორ მოვიქცეთ შესაბამის სიტუაციებში.

ემოციები და მათი მნიშვნელობა მედიცინასა და ყოველდღიურობაში.


შეხვედრების რაოდენობა და ფასი

ჩატარდება 6 შეხვედრა ONLINE.

კვირაში 2 ჯერ.

თითო ტრენინგის ხანგრძლივობა 1 საათი.

სულ ხანგრძლივობა 6 საათი.

კურსის მსმენელებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა შეხვედრის ჩანაწერი.

ფასი - 250 ლარი. მოქმედებს TBC ბანკის განვადება!

ორი ან მეტი კურსის აღების შემთხვევაში - ფასდაკლება 5%


ტრენერი

ირაკლი ცხაკაია

არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი და ამავე უნივერსიტეტის ნეფროლოგიის რეზიდენტი.

ამჟამად მოღვაწეობს უმცროს ექიმად შპს "ნიუ ჰოსპიტალსის" შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის სტაციონარში

მოპოვებული აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ექიმთა სალიცენზიო გამოცდებისთვის, სერტიფიკატი, შესაბამისად დაგეგმილია მისი, როგორც რეზიდენტ-ექიმის მოღვაწეობა აშშ-ში.

იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი.


სილაბუსი

შეხვედრა I - სერიალები თუ რეალობა

მზადება სამედიცინო სკოლისთვის.

ვიწრო სპეციალობები - ქირურგიის დარგები (ნეიროქირურგია, კარდიოქირურგია და ა.შ.), ნევროლოგია, შინაგანი მედიცინის დარგები (გასტოენტეროლოგია, ნეფროლოგია და ა.შ.).

სისხლის შიში.

პირველი დღე უნივერსიტეტში.

სამედიცინო განათლების საფეხურები.

კრიზისული პერიოდები.

უნივერსიტეტის ბოლო დღე.

დიპლომისშემდგომი განათლების გზები.

შეხვედრა II - რისთვის ვიყოთ მზად, ანუ რთული სიტუაციები სამედიცინო პრაქტიკაში

პირველი პაციენტი.

ურჩი პაციენტი.

გადაუდებელი სიტუაცია - საფეხურები და ამოცანები.

ფსიქიატრიული პაციენტი.

აგრესიული პაციენტი.

ბიოეთიკის განმარტება და შესაბამისი შემთხვევები.


შეხვედრა III - გასინჯვიდან საოპერაციო მაგიდამდე

ისტორიის შეკრების პრინციპი და მნიშვნელობა.

პაციენტის გასინჯვა - ინსპექცია, პალპაცია, პერკუსია, აუსკულტაცია.

მათი გამოგონების ისტორია და შესაბამისი მაგალით/ამოცანები.

ხშირი ქირურგიული დაავადებები და ოპერაციული ჩარევის ტიპები.

შეხვედრა IV - ტექნოლოგიები მედიცინაში, რასაც თვალით ვერ ხედავ და შეიგრძობ

კვლევების ზოგადი მიმოხილვა.

ლაბორატორია.

რადიოლოგია.

გულის ანატომია და ელექტროკარდიოგრაფიის პრინციპები (მაგალითები და ამოცანები)


შეხვედრა V - როგორ ვიცხოვროთ ჭირვეულ მიკროორგანიზმებთან ერთად

გაციება - განმარტება, გამომწვევები, მითები.

ნაწლავური ინფექციები.

საგანგაშო ნიშნები.

ვაქცინაცია.

ანტიბიოტიკები, რეზისტენტობა და სამომავლო საფრთხეები.


შეხვედრა VI - ფიზიკური პროცესები = ემოცია, ანუ ფსიქიატრია ყველასთვის

მნიშვნელობა, რატომ უნდა ვიცოდეთ ყველამ.

ნეირომედიატორები და მათი ეფექტები.

ტერმინი “გიჟი”.

დეპრესია.

ცელქი, უყურადღებო ბავში.

აუტიზმის სპექტრი.